Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.

სტაჟირების ადგილმდებარეობა კრისტალის ფილიალები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, თბილისი, რუსთავი, კასპი, ხაშური, ქარელი, გორი, თელავი, გურჯაანი, წნორი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, ბორჯომი, ახალციხე, დუშეთი.

** სტაჟიორის რაოდენობა: თითოეულ ფილიალში 2 სტაჟიორი
** გრაფიკი: არასრული, მოქნილი
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე

"კრისტალი" მსხვილი ფინანსური ჩართულობის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ყავს 1, 200-ზე მეტი თანამშრომელი, საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი ყველა ქალაქში და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** სამუშაო გამოცდილების მიღებას
** რეალური დასაქმების შესაძლებლობას

სტაჟირების შესახებ:

სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული კურსის შემდგომ სტაჟირება გრძელდება გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებით. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ კი სტაჟიორები საქმდებიან საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. სტაჟიორებს პროგრამის განმავლობაში მენტორობას უწევენ გამოცდილი საკრედიტო ოფიცრები. სტაჟირების ეტაპები ანაზღაურებადია და მოიაზრებს არასრულ გრაფიკს.

ვის ვეძებთ?

** თუ გაინტერესებთ საბანკო სფერო
** გსურთ გამოცადოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები
** მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სფეროში

სტაჟირების განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

** საკრედიტო ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე, რეალურ გარემოში;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამებში მუშაობას;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციას;
** გაყიდვების ტექნიკებს;
** ფინანსურ ანალიზს;
** საკრედიტო პროდუქტების პირობებს
სტაჟირების განმავლობაში თქვენი მენტორები იქნებიან საკრედიტო ოფიცრები

რა არის საჭირო სტაჟირების დასაწყებად?

** სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება
** ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი;
** საბაზისო დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე