დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Iberia Palace
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
სასტუმრო-რესტორანი "იბერია პალასი" პირველი მაღალი კლასის სასტუმროა ზუგდიდში, რომელიც მდებარეობს ქალაქის შუაგულში და წარმატებულად ფუნქციონირებს 2015 წლიდან.
ჩვენი კომპანიის მისიაა:
შევთავაზოთ მომხმარებელს, ექსკლუზიური გარემო, კომფორტული განთავსება და დაუვიწყარი გასტრონომიული თავგადასავალი. ვიყოთ ერთნაირად საინტერესო სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, რომ ადგილობრივებს ჰქონდეთ საყვარელი სივრცე, ტურისტებს კი უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეთ ჩვენი ქალაქისადმი.
"Iberia Palace Hotel & Restaurant" ზუგდიდში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. სასტუმრო-რესტორნის დირექტორის პირადი ასისტენტი
მოვალეობა: დირექტორის დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** ექსელის ფაილებთან თავისუფლად მუშაობის უნარი
** ჰოსპიტალიტი სექტორში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე
** პროფესიული განვითარების სურვილი ამ სფეროში
2. მიმტანი
მოთხოვნები:
** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
3. სტუარდი (მრეცხავი)
მოვალეობები:
** რესტორნის სამზარეულოს დასუფთავება
** რესტორნის ჭურჭლის რეცხვა და პოლირება
მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
4. საღამოს ცვლის დიასახლისი რესტორანში (16:00-01:00)
მოვალეობები:
** რესტორნის ტერიტორიის დასუფთავება
** მაგიდის გადასაფარებლების რეცხვა და დაუთოება
მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება;
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო.
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე 592 61 52 52 ან მოგვწერეთ Iberia.palace2015@gmail.com
|
|
|
|