Робота для біженців з України
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: ელიავა ბიოპრეპარატები
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
"ელიავა ბიოპრეპარატები" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 30 იანვარი, 2025
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, გოთუას ქ. 3
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

სამუშაოს აღწერა:

** ბიოლოგიური პრეპარატების მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტი, მისი სტრატეგიული და ბიზნეს განვითარება
** სამუშაო პროცესებისა და მატერიალური რესურსების მართვა და კონტროლი
** კომპანიის გამართული ფინანსური საქმიანობის უზრუნველყოფა
** ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისა და ფონდების მოძიება და შესაბამისი სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება

მოთხოვნები:

განათლება

ბიზნეს მენეჯმენტი და განვითარება

ენა, წერითი უნარები და მეტყველება:

** ქართული - ძალიან კარგი, თავისუფლად
** ინგლისური - ძალიან კარგი, თავისუფლად

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული ან/და ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების წარმოების სფეროში მენეჯერული გამოცდილება, ბიოტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების აუცილებლობის შესახებ ** ზოგადი ცოდნა. პრიორიტეტად ჩაითვლება ცოდნა ბაქტერიოფაგების საერთაშორისო გამოცდილების მიმართულებით
** ბიუჯეტის, კადრებისა და ფინანსების მართვის გამოცდილება
** ზოგადი ხედვა ბიოტექნოლოგიური და სამედიცინო პროდუქტების წარმოებისა და განვითარებისა მიმართულებით
** ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონების ზოგადი ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაციისა და დისკუსიის უნარი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან
** სამუშაოს სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** პრობლემების ანალიზისა და მათზე სწრაფი რეაგირების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** გასაუბრებაზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალები.
** გასაუბრებაზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია ან/და CV.
** 2 შესაბამისი სფეროს წარმომადგენლის რეკომენდაცია

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა
** გასაუბრება
** კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3

საკონტაქტო ტელეფონი - 2374910

ელექტრ. ფოსტა: info@pha.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე