Робота для біженців з України
ქსელის არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის არქიტექტორი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
სსიპ "საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის არქიტექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელის არქიტექტურის დიზაინის შემუშავება და განხორციელება.
** ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება და ოპტიმიზაცია.
** ქსელური უსაფრთხოების სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა.
** არსებული სისტემების და პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მიცემა.
** პროექტების მენეჯმენტი და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა ქსელურ საკითხებში.
** ახალი ტექნოლოგიების შეფასება და მათი ინტეგრაცია კომპანიაში.
** ქსელის მუშაობის მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიკაცია.
** უკაბელო ქსელების მართვის გამოცდილება
** ქლაუდ გადაწყვეტილებებთან მუშაობის გამოცდილება
** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება ქსელური არქიტექტურის ან ქსელურ ინჟინერიაში
** ღრმა ცოდნა ქსელურ პროტოკოლებში (TCP/IP, BGP, OSPF, MPLS)
** გამოცდილება ქსელური უსაფრთხოების სფეროში (Firewall, VPN, IDS/IPS).
** გამოცდილება სისტემების ინტეგრაციასა და მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურის მართვაში.

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** სხვადასხვა საკითხებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** CCNP/CCIE სერტიფიკატი ან მისი ეკვივალენტი სასურველია.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავება.
** ქსელის კომპონენტების (სვიჩები, მარშრუტიზატორები, firewall-ები) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მართვა.
** ქსელის შესრულების, ხარვეზების და პრობლემების მონიტორინგი და დროული გამოსწორება.
** ქსელური უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავება და რეალიზაცია.
** ქსელური უსაფრთხოების ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი დაცვითი მექანიზმების გამოყენება.
** გუნდის წევრების და სხვა ტექნიკური პერსონალის კონსულტაცია ქსელური საკითხების შესახებ.
** ახალი ტექნოლოგიების და მოწყობილობების შეფასება, ტესტირება და მათი ინტეგრაცია არსებული ქსელური ინფრასტრუქტურაში.
** ინტეგრაციის პროცესის მონიტორინგი და შეფასება, რათა უზრუნველყოს მისი გამართულობა და შესაბამისობა.
** ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და მათი დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა.
** პარტნიორებთან და მწარმოებლებთან კომუნიკაცია.
** ქსელური ტოპოლოგიის გეგმების და დიაგრამების შექმნა.
** მოწყობილობების რეგულარული განახლება და ოპტიმიზაცია.
** უსაფრთხოების დარღვევების პრევენცია და რეაგირება.
** ყველა ქსელური არქიტექტურის, კონფიგურაციის და ცვლილებების დეტალური დოკუმენტაცია.
** ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და განახლება, რომელიც ეხება ქსელურ ინფრასტრუქტურას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქსელის არქიტექტორი.

საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://pensions.ge/

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე