დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საპენსიო სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
სსიპ "საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის პირველი დონის მხარდაჭერის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა (MS Windows 7/10, Linux, Mac OS);
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP);
** ქსელური და კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის გამოცდილება;
** კომპიუტერის არქიტექტურის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) ზოგადი ცოდნა;
** VOIP ტექნოლოგიის ზოგადი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** სხვადასხვა საკითხებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
** კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის (სასერვეროს გარდა) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ადმინისტრირება, მხარდაჭერა;
** სააგენტოს კომპიუტერების ოპერაციული სისტემის უზრუნველყოფა, მისი დაყენება, კონფიგურირება და განახლება;
** ქსელური და კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის გზის დადგენა, კაბელების მენეჯმენტი;
** ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია როგორიცაა wifi, ქსელური პრინტერი, RFID ბარათების წამკითხველი;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია;
** სამომხმარებლო პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook Express) ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამული საშუალებების ინსტალაცია და მომსახურება;
** სააგენტოსთვის შექმნილი "custom" პროგრამული უზრუნველყოფის პირველი დონის მხარდაჭერა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და მოწყობილობების ინსტალირება, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
** სამუშაოს შესრულების ვადების კონტროლი და პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი.
საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://pensions.ge/
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|