დასახელება:
1 კატეგორიის ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამსახურის ძირითადი საშუალებების აღრიცხვის განყოფილების 1 კატეგორიის ბუღალტრის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსურ ან ტექნიკურ დარგში;
** კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში;
** მიმდინარე და კაპიტალური სამუშაოების აღრიცხვაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად;
** MS Word, MS Excel კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობის ობიექტების მოძრაობის აღრიცხვა;
** მენერდეების მიერ საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში მიღება;
** საზოგადოების სარემონტო ქვედანაყოფების მიერ საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში მიღება;
** მონტაჟს არ დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში მიღება;
** კაპიტალური რემონტის ექსპლუატაციაში მიღება;
** ძირითადი საშუალებების დემონტაჟის მომსახურების აღრიცხვა;
** ნებართვების და სხვა კაპიტალური დანახარჯების აღრიცხვა;
** სახელმწიფოს მიერ, ვალდებულებით ან ვალდებულების გარეშე გადმოცემული აქტივების ექსპლუატაციაში მიღება;
** მომხმარებლის მიერ, ვალდებულებით ან ვალდებულების გარეშე გადმოცემული აქტივების ექსპლუატაციაში მიღება;
** ძირითადი საშუალებების ქსელიდან დემონტაჟის და საწყობში მიღების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალების ქსელიდან ჩამოწერა სრული ლიკვიდაციით ან ვარგისიანი მასალების საწყობში მიღებით;
** დატაცებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** რეალიზებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** უსასყიდლოდ გადაცემული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** შიდა გადაზიდვის, გადაცემის აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების მოძრაობის სხვა პროცესების აღრიცხვა.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vakansia@telasi.ge 2024 წლის 20 იანვრამდე. ქართულ და რუსულ ენებზე (სავალდებულოა). სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|