Робота для біженців з України
კომერციული დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ზებრა გრუპი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"ზებრა გრუპი" - წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს კომერციული დირექტორის თანაშემწეს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდა, რუსთაველის გამზირის/პარლამენტის მიმდებარედ.
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ხელფასი: ფიქსირებული ანაზღაურება (გამოცდილების შესაბამისად) + ყოველთვიური ბონუსი (მუშაობის დაწყების მე-3 თვიდან).
ხელმძღვანელობა: უშუალოდ კომერციული დირექტორსა და კომპანიის დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ძირითადი მოვალეობები:

გაყიდვების მიმართულებით:

** მომხმარებელთა ზარებზე პასუხი
** შეკვეთების მიღება და მიწოდების დროული ორგანიზება ჩვენს ლოგისტიკის პარტნიორებთან ერთად
** ინვოისების მომზადება (ზედნადებები და ფაქტურები) rs.ge-ზე
** ყოველდღიური კომუნიკაცია საწყობთან და ლოჯისტიკის გუნდთან
** ახალი პროდუქტებისათვის სარეგისტრაციო ფორმების მომზადება/შევსება
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია ყოველთვიური გაყიდვებისა და მარაგის მონაცემების მისაღებად

პროდუქტის მართვა:

პარტნიორი კომპანიებისა და პოტენციურ მომხმარებელთა საკონტაქტო მონაცემების სიის შედგენა და განახლება Excel-ის პროგრამაში

მერჩენდაიზერების მართვა:

** მერჩენდეიზერების ყოველდღიური დავალებების მართვა/მომზადება/დაგეგმვა
** მაღაზიებში მისვლა და მერჩენდაიზინგის კონტროლი (კვირაში 1 დღე)
** ახალი სტენდებისა და მერჩენდაიზინგის ინსტრუმენტების შეთავაზება

ბიზნესის განვითარება:

** ახალი მომხმარებლების მოძიების შესაძლებლობა
** კვლევებისა და მარკეტინგული/კომერციული პროექტების მომზადება
** მუშაობა ახალი პროდუქტების განვითარების მიმართულებით

წიგნის ფესტივალები: კომპანიის სახელით სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალში მონაწილეობა

ფეისბუკისა და საიტის მართვა:

** ფეისბუკგვერდზე კომერციულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა
** პროდუქციის მარაგის მართვა და გაყიდვები ჩვენი და პარტნიორთა ვებგვერდებიდან

გადახდები:

** პარტნიორი კომპანიების გადახდების კონტროლი
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ინგლისურის ენის B2 დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet).

უნარები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტიანი კომუნიკაცია

თუ დაგაინტერესათ აღნიშნულმა ვაკანსიამ და მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბიზნესის განვითარების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე