Робота для біженців з України
კონსულტანტი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ზესტაფონი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების გაგება და მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ.
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა, მათი დანიშნულების ცოდნა და მომხმარებლის ინფორმირება ამის შესახებ.
** კლიენტისთვის სასურველი შეკვეთის გაცემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
** დარბაზში არსებული პროდუქციის ეტაპობრივი აღწერა, ჰიპერმარკეტის პროდუქციით შევსება, თაროების შევსება და მოწესრიგება.
** პროდუქციის შეკვეთასთან დაკავშირებით მენეჯერის ინფორმირება.
** ნაშთების რაოდენობის კონტროლი.
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის ფასების ცვლილება, ახალი ფასების ამობეჭდვა და სტენდზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი.
განრიგი: დილის 8-დან საღამოს 7-მდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ ნომერზე: 598 527079; 551 378787 ან გამოაგზავნეთ თვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: Tamarkurtanidze1998@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე