Робота для біженців з України
მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
** ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto.ge და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
** ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიული/უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ჯანმრთელობის დაზღვევა და საბონუსე სისტემა (ჯამში ხელზე ასაღები 1200ლ-დან).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Auto Sales Officer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე