დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დეტრა ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"დეტრა ჯგუფის" საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს.
კომპანია ახორციელებს, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.
ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.
"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მონიტორინგი და განახლება;
** ობიექტების მუდმივი შემოწმება, რისკების შეფასება და კონტროლი;
** პერსონალის უზრუნველყოფა საჭირო ტრენინგებითა და ინსტრუქტაჟებით;
** ინციდენტებისა და სახიფათო შემთხვევების მოკვლევა, აღრიცხვა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** კომპანიის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაცია, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის/შენარჩუნების მიზნით;
** კონტრაქტორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;
** პერსონალური დაცვის საშუალებების კონტროლი (მაგ: სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სათვალე, უსაფრთხო ფეხსაცმელი და ა.შ);
** პროექტის შრომის უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყოფა
** დასაქმებული პირების შესაბამისი გადამზადება უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება
** პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა
** უშუალო ხელმძღვანელთან ან ქვემდგომთან წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადაუჭრელობის შემთხვევაში მიმართოს დირექტორს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია (შესაბამისი გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
საჭირო უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@detra.ge.
ელ-ფოსტის სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი.
|
|
|
|