Робота для біженців з України
სტაჟიორი ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში
მომწოდებელი: აკერი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"AKER" ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც უკვე მესამე წელია მუშაობს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას ყველა ზომის კომპანიას, რომელსაც აქვს თავისი ბრენდის განვითარების სურვილი. ჩვენი მომსახურებები მოიცავს ბიზნეს სტრატეგიის შექმნას, ბრენდირებას, მარკეტინგულ სტრატეგიას, ორგანიზაციულ განვითარებას, HR-სა და სტრატეგიულ ფინანსებს.

"AKER" აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებას ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში.

პოზიციის დასახელება: ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის სტაჟიორი.
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: 10:00-17:00
შესვენების დრო: 1 საათი
ხელზე ასაღები სახელფასო ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი

თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:

** ახალ პროექტებისა და შესაძლებლობების ძიება და დამუშავება;
** პროექტის დოკუმენტაციის მართვა;
** პროექტების გეგმის შემუშავება;
** პროექტების გეგმასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** კომპანიებისთვის შეთავაზების დამუშავება და მომზადება;
** კომპანიებისთვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გეძებთ შენ, თუ გაქვს:

** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;

გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@fireflies.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სტაჟიორი ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 14.02.2025

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://fireflies.ge

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე