დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: ნუცუბიძე, პ.დათუაშვილის N7
სამუშაო გრაფიკი: 09:00- 17:00 კვირაში 6 დღე,
საწყისი ანაზღაურება: 1400-2100 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|