დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქებული კლიმატი
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე
პოზიცია ექვემდებარება: ასორტიმენტის და შესყიდვების მართვის განყოფილების ხელმძღვანელს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 15/02/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის საერთაშორისო შესყიდვების პროცესში ჩართულობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებული კატეგორიის პროდუქციის მომწოდებლების ძიება, შეკვეთის ფორმირება და შეკვეთების განთავსება;
** მომწოდებლებთან თანამშრომლობის ორგანიზება - ხელშეკრულებების დროული გაფორმება და მომწოდებლების სახელშეკრულებო ვალდებულებების კონტროლი;
** დაქვემდებარებული კატეგორიის პროდუქციის მინიმალურ და მაქსიმალური ნაშთების მოცულობის განსაზღვრა და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება (მარკეტინგის განყოფილებასთან ერთად);
** კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და ანალიზი დაქვემდებარებულ კატეგორიასთან მიმართებაში;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო შესყიდვებში გამოცდილება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;
** პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი,
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
|
|
|
|