დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ედვინგსი
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
სარეკლამო კომპანია "Adwings"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ფეიქართა ქ. N14
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება), შაბათი - 10:00-დან 17:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 2500 ლარი + პროცენტული გამომუშავება.
ფუნქცია- მოვალეობები:
** ახალი შემკვეთების მოძიება, შეხვედრის ჩანიშვნა და პროდუქციის გაცნობა პრეზენტაციის სახით.
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.
** მიღებული შეკვეთების და პროექტების ანალიზი და სრული კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენები: რუსული, ინგლისური - (აუცილებელია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა);
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
სასურველია:
** პრიორიტეტი მიენიჭება უმაღლეს განათლებას მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** პრიორიტეტი მიენიჭება გამოცდილების ქონას აღნიშნულ სფეროში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი პროფესიონალიზმი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, დროისა და რესურსების ეფექტური მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართულად მეტყველება.
გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე სამოტივაციო წერილთან ერთად (როგორც ქართულ ასევე უცხოე ნაზე). ელ. ფოსტაზე: hr@adwings.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი"- წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება."
|
|
|
|