დასახელება:
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ქებული კლიმატი
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
პოზიცია ექვემდებარება: შესყიდვების და ასორტიმენტის მართვის განყოფილების ხელმძღვანელს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 15/02/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის საერთაშორისო შესყიდვების პროცესში ჩართულობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** შეკვეთების შემოწმება და კონტროლი;
** არსებული მარაგების კონტროლი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია;
** პოტენციური მომწოდებლების მუდმივი ძიება, ბაზების წარმოება;
** შეკვეთებისა და პროდუქციის ადმინისტრირება პროგრამაში 1C.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი,
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
|
|
|
|