Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჩერი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
საქართველოში ყველაზე დიდი ყავის მწარმოებელი კომპანია "ჩერი" ეძებს თანამშრომელს ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების გაკეთება, კომპანიის აღრიცხვიანობის მართვა
** ყოველთვიური საშემოსავლოს და დღგ-ს დეკლარაციების მომზადება/გადაგზავნა
** rs.ge-ზე მუშაობა, ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და სხვა
** პროგრამა 1C-ის კარგად ცოდნა და მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი პირობები:

** პროგრამა 1C-ის სრულყოფილი ცოდნა
** წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება
** განათლება ბუღალტრული აღრიცხვის განხრით
** სასურველია დამატებით ჰქონდეს გავლილი ბუღალტერიის კურსები
** სასურველია შეძლოს ფინანსური ანგარიშგებების შედგენა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო არის დისტანციური - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
** ადგილზე მოსვლა საჭიროა მხოლოდ კვირაში ერთი დღე
** ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: coffee.georgia1@yahoo.com და Subject-ში მიუთითოთ "ბუღალტერი".

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 004 220 ან (032) 2205045/46
თუ აუცილებელ პირობებს არ აკმაყოფილებთ გთხოვთ (CV) არ გამოაგზავნოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე