დასახელება:
შოურუმის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
MS Holding
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.
კომპანია "MS Holding" გეძებს შენ შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს:
** ფილიალში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** შეკვეთის მიღება და გაშვება სასაქონლო ზედნადების შესაბამისად (ხარისხი, რაოდენობა);
** ფილიალში სასაქონლო მარაგების მართვა;
** ფილიალის პერსონალის მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კომპანიის პროგრამულ ბაზაში რეგისტრაცია;
** მომხმარებლის საჭიროებების სწორად დანახვა და შესაბამისი ინიციატივების დაყენება;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა/მერჩენდაიზინგი;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** დაგეგმილ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე, მინიმუმ, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია apex-ში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
** სამუშაო საათები: სრული, 09:00 - 18:00 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთვაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge.
გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|