დასახელება:
დისპეტჩერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის (ლოჯისტიკის მენეჯერის) პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** გადაზიდვების მარშრუტების შემოწმება და ტვირთის ადგილმდებარეობის მონიტორინგი;
** შეკვეთის ვადების კონტროლი;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია იცოდეს თურქული ან რუსული ენა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
თუ გაქვთ მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება, თქვენი დასაქმება მოხდება გასაუბრების შემდგომ, ხოლო თუ გამოცილება არ გაქვთ, გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ1 თვიანი სტაჟირება. წარმატებით გავლის შემთხვევაში კი დასაქმდებით აღნიშნულ პოზიციაზე.
აუცილებელი თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancygwl@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|