დასახელება:
ელექტრონული კომერციის და სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მაღაზია ჯინსები
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"Jinsebi.ge" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის და სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ტიპი: დისტანციური და თავისუფალი გრაფიკით
ანაზღაურება: საათობრივი
მოვალეობები:
** ვებგვერდზე პროდუქციის მართვა: 10-20 ახალი პროდუქტის ატვირთვა თვეში (პროგრამირების ცოდნა საჭირო არ არის).
** სოციალური მედიის პოსტების მომზადება და გამოქვეყნება Facebook-სა და Instagram-ზე. 3-4 პოსტი კვირაში, დიზაინების შექმნა Canva-ში.
** სოციალური მედიის რეკლამების მომზადება და გაშვება.
** რეკლამების შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება.
** შენიშვნა: მომხმარებლებთან ურთიერთობა არ არის საჭირო.
აუცილებელია:
** სოციალური მედიის მართვისა და მარკეტინგის გამოცდილება.
** Canva-სთან მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
** WooCommerce, WordPress, Facebook Ads Manager ან Instagram Insights პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია და უპირატესობად ჩაითვლება.
სამუშაო პირობები:
** დისტანციური მუშაობა და თავისუფალი გრაფიკი.
** სამუშაო საათების რაოდენობა და შესაბამისად ანაზღაურება დადგინდება თვის განმავლობაში შესრულებული საათების მიხედვით.
** თანამშრომელი თავად განსაზღვრავს და აღრიცხავს სამუშაო საათებს.
** ანაზღაურება განხორციელდება თვის ბოლოს.
თუ დაინტერესებული ხართ, ელ-ფოსტაზე: jinsebi@jinsebi.ge გამოაგზავნეთ:
1. თქვენი CV.
2. მოკლე აღწერა თქვენი შესაბამისი გამოცდილების შესახებ.
3. თქვენი სასურველი საათობრივი ანაზღაურება (GEL/სთ).
შენიშვნა: განაცხადები, რომლებიც ამ სამ პუნქტს არ მოიცავს, არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|