Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://myo.ge/

ჩვენ გთავაზობთ:

** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
** საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება;
** ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
** ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** დოკუმენტაციის და ოფიციალური წერილების შედგენა;
** კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** უპირატესობად ჩაითვლება 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრაფიკი: 09:00-დან 18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@myoffice.com.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე