დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
New Yorker
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker"-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი.
NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს City Mall Saburtalo, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს City Mall Gldani.
საქართველოში "NewYorker"-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.
"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე საბურთალო სითი მოლის ფილიალში
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** 1C-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კეთილსინდისიერება
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარე
** ენერგიული
** ორგანიზებული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა
** მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურების ცოდნა
** კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება
** პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის მომზადება
** როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება
** პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება
** საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ხელფასს;
** მეგობრულ და გუნდურ სამუშო გარემოს;
** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი სითი მოლის ფილიალი".
CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის
|
|
|
|