დასახელება:
წარმოების თანამშრომელი - დანადგარის ოპერატორის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის - დანადგარის ოპერატორის დამხმარედ ქ. თბილისში.
მის: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);
ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1200; (მზარდი ანაზღაურებით)
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ფუნქცია-მოვალეობები:
** დანადგარზე სოსისების და ძეხვების დამზადება;
** ხორცპროდუქტების ფორმირება ნატურალურ და ხელოვნურ გარსაცმში;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კომპანია უზრუნველყოფს სპეც-ჩაცმულობას;
** 10%-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
** ექიმის მეთვალყურეობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება წარმოების თანამშრომელი "დანადგარის ოპერატორის დამხმარე", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-სთვის გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, თქვენი თანხმობა აუცილებელია შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
აქვე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. ამასთან, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ წინამდებარე ვაკანსიაზე განხილვის გარდა, გაცნობებთ, რომ თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ სხვა პოზიციაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დაიკავებთ ვაკანტურ პოზიციას შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში, თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|