Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ფოთის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია და თანხის დროულად ამოღება;
** პრომო ღონისძიებებში მონაწილეობა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ შესაბამისი კადრების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში. გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დამატებითი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** უძრავი ქონების უზრუნველყოფა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: 595 39 99 93
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე