Робота для біженців з України
საოპერაციო რისკების მონიტორინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: ალფა დაზღვევა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მონიტორინგის ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო პოლისების და თანდართული დოკუმენტების სრულყოფილების შემოწმება, დადასტურება;
** სადაზღვევო პოლისების და თანდართული დოკუმენტაციის, მათი რეკვიზიტების, ვადიანობის შემოწმება, შესაბამისი ტარიფების დათვლა და გადახდის დადასტურება;
** საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა პასუხისმგებელი პირისათვის დანაკლისის არსებობის შემთხვევაში;
** სადაზღვევო პოლისების გამართულობის დადასტურება და დანაკლისების ასახვა პროგრამულად საჭიროების შემთხვევაში, ზეპირი და/ან წერილობითი ანგარიშგების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სადაზღვევო სფეროში ან საოპერაციო სამსახურში მინ. 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე