დასახელება:
ბარისტა
|
მომწოდებელი:
illy Caffè
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"Illy caffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა, თბილისი სითი მოლის ფილიალში (ვაჟა-ფშაველას გამზირი 70).
მოვალეობები:
** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.
მოთხოვნები:
** ბარისტად მუშობის გამოცდილება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).
პირობები:
** ანაზღაურება: 5.55 ლარი საათში + თიფსი + 1.5 % ნავაჭრის 1 თვის შემდეგ (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %)
** სამუშაო გრაფიკი: 2X2, 12 სთ, თვეში 15 დღე, მცოცავი
** სამედიცინო დაზღვევა,
** კვება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელმისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|