Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაივ საფორთი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
2016 წლიდან "Live Support" უზრუნველყოფს ბიზნეს კლიენტების IT აუთსორსინგს, IT ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებასა და თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვას მათი ბიზნეს პროცესების განსავითარებლად.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო, Email, LinkedIn შეთავაზებების როგორც რაოდენობრივი ასევე ხარისხობრივი განვითარება
** ბაზარზე არსებული კონკურენტების კვლევა და ანალიზი
** პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის მართვა
** ცივი ზარების განხორციელება და შეთავაზებების მართვა
** კლიენტებთან შეხვედრების ჩანიშვნა
** CRM სისტემებში მუშაობა და კვალიფიციური ლიდის წარმატების მაჩვენებლის მაქსიმალური ზრდა
** ყოველთვიური გეგმის შესრულება
** რეპორტინგის წარმოება

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე, IT აუთსორსულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (შეთავაზებების მართვა როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად)
** CRM სისტემების ცოდნა/გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)

შრომითი ურთიერთობების პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი შესრულებული გეგმის შესაბამისად
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი
** სამუშაოს შესრულების ადგილი: On-site ან Remote ანდაც, Hybride - ამ საკითხზე შეგვიძლია მოლაპარაკება

შერჩევის ეტაპები:

** ეტაპი 1. CV-ების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
** ეტაპი 2. სატესტო ცივი ზარის (Cold Call) განხორციელება პოტენციურ კომპანიასთან

შენიშვნა: ზარის ეფექტურად სამართავად წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას პოტენციური კომპანიის შესახებ
მიზანი: შევძლოთ შენი გაყიდვების უნარების შეფასება

თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@livesupport.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითე - "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე