დასახელება:
ექიმი თერაპევტი
|
მომწოდებელი:
თბილისის გულის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შპს "თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი თერაპევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, დაავადებათა რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების ხელშეწყობა. ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვაზე და პაციენტთა კმაყოფილებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** საექიმო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbhc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ექიმი თერაპევტი
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
|
|
|
|