დასახელება:
არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
X-Architecture
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
არქიტექტურული კომპანია "იქს-არქიტექტურა/X-Architecture" წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტული არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ არქიტექტორს. ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები.
ამჟამად ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელიც გაუძღვება მიმდინარე პროექტებს და მოამზადებს მუშა დოკუმენტაციას რევიტში. (უფროსი არქიტექტორის დახმარებით)
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავს პოზიციაზე.
** არქიტექტურული პროგრამების (Autodesk Revit) ცოდნა.
** ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით. არქიტექტურული პროექტების მომზადება.
** არქიტექტურულ სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველა საჭირო პროცედურის წარმოება.
** კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
** არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი.
** პრობლემასთან გამკლავების უნარი.
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
** გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი.
** პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაოს აღწერა:
** საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
** მუშა ნახაზის შედგენა და/ან რევიზია;
** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა;
** პროექტის სრული კომპლექტაციის მომზადების შედგენა/ორგანიზება, საპროექტო გუნდის კონტროლი/მენეჯმენტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო (მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@x-architecture.co.uk. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
https://www.x-architecture.co.uk/
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსების სისტემა (2000 ₾-4000 ₾)
გამოცდილების შესაბამისად
|
|
|
|