Робота для біженців з України
კომპანიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპანიის მენეჯერი
მომწოდებელი: აგროლაბი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიმდინარე პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** კომპანიის თანამშრომელთა გუნდის მართვა;
** პროდუქციის დამუშავების პროცესის მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 2000 ლარი (შედეგებიდან გამომდინარე + ბონუსი);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:00-15:00;
** შესვენება: 1 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge 2025 წლის 10 თებერვლამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კომპანიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე