"კავკასიის ავტოიმპორტი", 19-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს კავკასიის ავტოიმპორტი საერთაშორისო ინდუსტრიის ლიდერია.
ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.
ოფისი 7 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
https://cai.ge/
Caucasus Auto Import | Facebook
Caucasus Auto Market | Rustavi | Facebook
https://www.linkedin.com/company/caucasus-auto-import
"კავკასიის ავტომარკეტის" მეგობრულ გუნდში ონლაინ გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ:
რას აკეთებთ:
** დაინტერესებული მომხმარებლების მონაცემების დამუშავება, პროდუქტის გაცნობა/შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის ავტომარკეტში განთავსებული ავტომობილების შეთავაზება სატელეფონო კომუნიკაციით.
ასე რომ, თუ:
** გაქვთ სამუშაო გამოცდილება ან გსურთ განვითარება გაყიდვების მიმართულებით;
** გაქვთ ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა;
** გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია;
** ფლობთ საოფისე პროგრამებს.
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.
გელოდებით!
გისურვებთ წარმატებას!
|