Робота для біженців з України
კლიენტების მოზიდვის უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტების მოზიდვის უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
ვაცხადებთ ვაკანსიას კლიენტების მოზიდვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე კომპანიისთვის "BUBZ".

კომპანია "BUBZ" ინოვატორი კომპანიაა ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნის მიმართულებით, რომელიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან (https://bubz.ai/).

კლიენტების მოზიდვის მენეჯერი ძალიან მნიშვნელოვანი როლია "BUBZ"-ის კორპორაციული გაყიდვებისა და პორტფელის გაზრდის, ბიზნესის განვითარებისა და კლიენტების NPS-ის გაუმჯობესების მიმართულებით.

"BUBZ"-ი გუნდში მიესალმება აქტიურ, გამოცდილ და ძლიერ კლიენტების მოზიდვის მენეჯერს, რომელიც მოქნილია და შეუძლია კლიენტებთან უმაღლესი პროფესიონალური სტანდარტებით ურთიერთობა, მათი პრეფერენციების მიხედვით მოქმედება; აქვს კრიტიკული ფიქრისა და ანალიზის, კომუნიკაციის საუკეთესო უნარები და თანამედროვე მიდგომები; რთული საკითხების გადაწყვეტის უნარი და გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 39ა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი), ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობით
ანაზღაურება: 5000 ლარიდან, გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით
დამატებითი სარგებელი: პროფესიული და კარიერული განვითარება, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა

ძირითადი მოვალეობები:

** BUZZ-ის გაყიდვებისა და ბიზნესსტრატეგიის ჩამოყალიბება, შესრულება და მუდმივი გაუმჯობესება;
** AI პროდუქტის წარდგენა და გაყიდვა კორპორაციული კლიენტებისთვის;
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა, მათი კონკრეტული საჭიროებების დადგენა, AI პროდუქტების მორგება და მათი პრეზენტაცია;
** არსებულ და პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით (ტელეფონი, ელექტრონული მიმოწერა, სოციალური ქსელები);
** კლიენტების უკუკავშირის შემოწმება და ანალიზი;
** უმაღლესი NPS და ხარისხის მუდმივი შემოწმება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** გაყიდვების ზრდა;
** პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება კლიენტებისათვის;
** ლიდერშიფისთვის რეკომენდაციების წარდგენა ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** AI და/ან ტექნოლოგიური გარემოს, კლიენტების საჭიროებებისა და პრეფერენციების, გაყიდვის უახლესი ტექნიკების კარგი ცოდნა;
** კორპორაციული გაყიდვების სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ, ფინტექ, AI, საჯარო და კერძო ჯანდაცვის, სასტუმროს, სტუმარმასპინძლობის, e-commerce-ის, SaaS-ის, ფინანსების, საბანკო, სატელეკომუნიკაციო, საცალო და iGaming-ის სექტორში; კლიენტების ძალიან კარგი პორტფელი.
** ქართული და ინგლისური ენების ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე salesmanager@stream.com.ge არაუგვიანეს 22 იანვრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე