Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"აზროვნების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პ. ქავთარაძის 44
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით) +ბონუსი.

"აზროვნების აკადემია" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს (BTB და BTC), რომელიც იზრუნებს როგორც BTC გაყიდვების ზრდაზე, ასევე ეფექტურად შეძლებს BTB გაყიდვების გაუმჯობესებას. შეძლებს ახალი პარტნიორების მოძიებას, არსებულებთან ურთიერთობის გაღრმავებას და კორპორატიული პროექტების სრულყოფილად მართვას.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება.
** ახალი კორპორატიული პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** პროექტების დაგეგმვაში ჩართულობა და პარტნიორების მოძიება.
** კორპორატიული ტრენინგების და ლექციების დაგეგმვა და მათი შეთავაზების ფორმად ქცევა (პრეზენტაციის მომზადება, ტექსტის ჩამოყალიბება, შეთავაზების გაკეთება);
** კომპანიების HR-ებთან კომუნიკაცია საჭიროებების დასადგენად და შესაბამისი ტრენინგების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ქართულსა და ინგლისურ ენებზე გამართულად წერისა და კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

აზროვნების აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 1 თვისა.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 3 თვის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე