Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Hotel Alpina
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
Hotel Alpina გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე აშენებული სასტუმროა, რომელიც 2022 წლიდან განახლებული დიზაინით მასპინძლობს სტუმრებს.

60-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს ზამთრის სეზონის განმავლობაში და მასში განთავსებულია რესტორანი, ტერასა და ლაუნჯ ბარი. ასევე, სასტუმროში ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბილიარდის მაგიდებით. სასტუმროს მიმდებარედ დამონტაჟებული ბიგელის ტიპის საბაგირო კი სრიალის მოყვარულ დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, სასტუმროდან პირდაპირ სათხილამურო კურორტის მთავარ ფერდობს დაუკავშირდნენ.

Hotel Alpina აცხადებს სერვისის მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის ყოველდღიური საოპერაციო პროცესის მონიტორინგი, ხარისხის და სტუმრის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი, კომპანიის შინაგანაწესის და მიღებული სტანდარტების შესაბამისად
** სერვისის თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი
** სერვისის თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა, ადამიანური რესურსის ოპტიმალურად განაწილების უზრუნველყოფა სხვადასხვა F&B მიმართულებით, სამუშაო საათების აღრიცხვა და სათანადო ანგარიშების მომზადება საჭიროებისამებრ
** სერვისის გუნდის რეგულარული ტრენინგების მომზადება, მათ შორის სტუმართა მომსახურების ტექნიკები, მენიუების ცოდნა და ეფექტური საკომუნიკაციო უნარების გამომუშავება
** სერვისის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროცესების დროული და ეფექტური დანერგვა, სტუმართა უკუკავშირის გაანალიზების შესაბამისად
** მომსახურების სტანდარტების შემუშავება და დაცვა ობიექტის თითოეული F&B მიმართულებით, სტანდარტების მუდმივი განახლება და გაუმჯობესება
** სტუმართა უკუკავშირის მიღებისა და სწრაფი/ეფექტური რეაგირების სტრატეგიის შემუშავება/სწავლება თანამშრომლებისთვის
** სერვისისთვის გამოყოფილი ინვენტარის მართვა, მუდმივი მონიტორინგი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება პასუხისმგებელ პირებთან, ინვენტარის განახლება/შეკეთება/გაუმჯობესების საჭიროების შესაბამისად
** საბანკეტო ღონისძიებების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, სერვისის სტაფის სათანადო გადამზადება და მათი მონიტორინგი საბანკეტო მიმართულებით
** სერვისის ხარისხის შეფასების პერიოდული ანგარიშების მომზადება და განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად
** სერვისის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივებისა და სიახლეების შემუშავება/შეთავაზება უშუალო ხელმძღვანელთან
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე