Робота для біженців з України
ხელოსნის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელოსნის დამხმარე
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია შპს, "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ხელოსნის დამხმარის პოზიციაზე ქ. თბილისის სერვის-ცენტრში

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ა. წერეთლის #126, თბილისი

ძირითადი მოვალეობები

** საოჯახო ტექნიკის მონტაჟი-შეკეთებაში აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა
** სერვის ცენტრის გუნდთან ერთად მისამართებზე გასვლა პროდუქციის მონტაჟი/შეკეთებისთვის
** საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ დეტალური ცოდნის მიღება
** სერვის ცენტრის ხელმძღვანელის მიერ მითითებების შესრულება
** კომპანიის სერვისის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა და მზაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები

** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** გუნდური მუშაობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

ბენეფიტები:

** დაზღვევა
** ბონუსური ანაზღაურება
** თანამშრომლის ფასდაკლება ვესტელის პროდუქციაზე
** მეგობრული და გუნდური გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mateks.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე