Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე

კომპანია "მეტრომარტი" არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანიამ 2012 წლიდან თავისი კონცეფციით შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე და პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტის" მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

პოზიცია: პრომოუტერი

სამუშაო საათები: არაუმეტეს 40 საათი
ანაზღაურება: გაყიდვების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ პრომო აქციებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** აწარმოოს პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@metromart.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"მეტრომარტი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე