Робота для біженців з України
მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
ჰოლდინგური ჯგუფის კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 5000-7000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)

ფუნქცია-მოვალეობები:

კომპანიის სრული იურიდიული მხარდაჭერა, მათ შორის:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორად დაგეგმვის, გადანაწილების და შესრულების კოორდინაცია;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისი ანგარიშის/დასკვნის მომზადება სამომავლოდ სამართლებრივი ხარვეზების გამორიცხვის მიზნით;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საქმიანობაში, შესაბამისი ცვლილებების ასახვის დაგეგმვა/კოორდინაცია;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მართვა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, განახლება, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ა. შ.;
** კომპანიის სტრუქტურაში არსებული სამსახურების, დეპარტამენტების და განყოფილებების თანამშრომლებისთვის კვალიფიციური ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** წინა სახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოება;
** მიმართვების, წერილების, ასევე სხვა კორესპონდენციის ვიზირება და იურიდიულად გამართვის კონტროლი;
** სასამართლო და სააღსრულებო წარმოების პროცესის მართვა და ზედამხედველობა;
** ახალი სუბიექტების (მშ. კომპანიები) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის კონტროლი;
** შრომითი სამართლიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებების გამართვა და მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** კორპორაციულ სამართლებრივ სფეროში და სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურ და რუსულენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით) ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** აკადემიური წერა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.vacancy.vacancy@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მთავარი იურისტი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე