Робота для біженців з України
გათბობის შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათბობის შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტუმბო
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას გათბობის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების მიმართულებით. კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის #23
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 09:00-18:00 ;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
** მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და სხვა პირობების მუდმივი ანალიტიკა და კომპანიისათვის მოწოდებისა და შესყიდვის პირობების მუდმივ რეჟიმში გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი, საუკეთესო ფასის მისაღებად;
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** საზღვარგარეთ მოგზაურობა საერთაშორისო გამოფენებზე დასასწრებად, პოტენციური პარტნიორების მოძიება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება მათთან;
** გაყიდვების დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია და გაყიდვებში ჩართვა;
** სერვისის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია და არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარება;
** მომწოდებლებისგან მიღებული წუნდებული პროდუქციის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო შესყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება მომწოდებლებთან;
** სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი

კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: info@tumbo.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე