Робота для біженців з України
თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანამშრომელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია ეძებს თანამშრომელს, რომლის ფუნქცია იქნება LinkedIn-ზე კომპანიის და საკონტაქტო პირების მოძიება (დისტანციური სამუშაო).

გვესაჭიროება პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს დისტანციურად და განახორციელებს შემდეგ ამოცანებს:

** წინასწარ მოწოდებული კომპანიების ბაზის მიხედვით LinkedIn-ზე შესაბამისი კომპანიების მოძიება.
** ამ კომპანიების დირექტორების ან წამყვან პოზიციებზე მომუშავე პირების იდენტიფიცირება.
** პირის საკონტაქტო მონაცემების (ელფოსტა, სახელი, გვარი) ამოწერა და ჩვენს ბაზაში დამატება (Excel ფაილში).
** საკონტაქტო პირთან შეტყობინების გაგზავნა, წინასწარ მომზადებული ტექსტის გამოყენებით.

მოთხოვნები:

** LinkedIn-ის პლატფორმის ცოდნა და ეფექტური გამოყენების უნარი.
** Excel-ში მუშაობის ცოდნა.
** ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობა დეტალებზე.

სამუშაო პირობები:

** დისტანციური მუშაობა.
** სამუშაო დრო თავისუფალი გრაფიკით, შედეგზე ორიენტირებული.
** ანაზღაურება: ყოველ ამოწერილ მონაცემზე (ელფოსტა და კონტაქტი) გადაგიხდებათ 0.50₾.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ან რეზიუმე: Kakha1989@hotmail.com მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე