დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 11 იანვარი
/ ბოლო ვადა: 11 თებერვალი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის მისაწოდებელი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება;
** სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება - ბიუჯეტთან მიმართებით ფაქტების ანალიზი;
** ყოველწლიური გარე აუდიტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება და პროცესში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში;
** ყოველწლიურად გარე აუდიტისთვის მონაცემების IFRS 17 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად დამუშავება და ანალიზი;
** დებიტორების მართვასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და ანალიზი;
** კომპანიაში დაწესებული როგორც სამედიცინო ასევე სხვა დეპარტამენტების რეპორტინგში ჩართულობა, ფინანსური ნაწილის გადამოწმება და ანალიზი;
** სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური ანალიზი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
** ყოველკვარტალური კომპანიის ფინანსურ რეპორტინგის მომზადება (SRM) და ანალიზი;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფინანსური ანალიტიკოსი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|