დასახელება:
გენერალური დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 11 იანვარი
/ ბოლო ვადა: 11 თებერვალი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გენერალური დირექტორის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება, შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
** პრეზენტაციების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;
** შიდა აუდიტის პროცესში ჩართულობა, შიდა აუდიტთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის პროცესების დარევიზირება;
** გენერალურ დირექტორთან წარსადგენი რეპორტების კალენდრის მართვა, კონტროლი;
** გენერალური დირექტორის მიერ დავალებული ადმინისტრაციული და სხვა საკითხების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
** პროცესებისა და პასუხისმგებლობების ფართო სპექტრის მართვის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალ დონეზე განვითარებული უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გენერალური დირექტორის მოადგილე. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|