დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 11 იანვარი
/ ბოლო ვადა: 11 თებერვალი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე პასუხი და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
** დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
** დაზღვეულისთვის ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პირობების, სერვისებს და დაფარვის შესახებ;
** სამედიცინო პაციენტების მართვა შიდა სტანდარტის მიხედვით;
** არასამედიცინო შეტყობინებების მართვა შიდა სტანდარტის მიხედვით;
** შემომავალი მეილების კონტროლი;
** უფროსის და უფროსი ოპერატორის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მნიშვნელოვანია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქოლცენტრის ოპერატორი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|