დასახელება:
შესაბამისობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 11 იანვარი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შესაბამისობის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი (თბილისი ან ქუთაისი)
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** საკანონმდებლო სიახლეების ანალიზი;
** კომპანიის შიდა პროცესების ანალიზი და მათი შედარება მარეგულირებლის მიერ გამოცემულ კანონქვემდებარე აქტებთან;
** ყოველთვიური ანგარიშგების წარმოება ეროვნულ ბანკთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის შესაბამისად;
** კონკრეტულ პროექტებში ჩართულობა, რომელიც ეხება საკანონმდებლო სიახლეების შესაბამისი ცვლილებების დანერგვას;
** შიდა დოკუმენტების შექმნა/ განახლების პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (იურიდიული მიმართულება);
** საბანკო / საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
** მარეგულირებელი აქტების, საკანონმდებლო ბაზის ცოდნა, რომელიც შემხებლობაშია ფინანსურ სექტორთან;
** ინგლისური ენა სასურველია.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2025 წლის 19 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|