Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=607365&print=yes&view=jobs
 
პორტფელური რისკების ანალიტიკოსი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პორტფელური რისკების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პორტფელური რისკების ანალიტიკოსი

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი (თბილისი ან ქუთაისი)
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ECL მეთოდოლოგიის განახლება საჭიროების შემთხვევაში;
** რეზერვირების პროცესის მართვა, ECL-ს ყველა კომპონენტის კალკულაცია კომპანიაში არსებული მეთოდოლოგიის მიხედვით;
** სასესხო დანაკარგებზე მაკრო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის მოდელირება/პროგნოზირება;
** ECL-ს კალკულაცია R-ში;
** მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური მოდელების შექმნა და ვალიდაცია ეროვნულ ბანკთან საჭიროების მიხედვით;
** სასესხო პორტფელის სხვადასხვა ჭრილში ანალიტიკა, რისკების დროული იდენტიფიკაცია და მისი შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** სასესხო პორტფელის სტრეს ტესტის მოდელის შემუშავება და ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელის/ კომპანიის მიერ მიცემული სხვა დავალებების და დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, სტატისტიკის, მათემატიკის ან კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ანალიტიკა / რეპორტინგის მიმართულებით ან საკრედიტო რისკების მიმართულებით;
** Excel - ის სიღრმისეული ცოდნა (Advanced Level);
** სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელირების გამოცდილება;
** სქორინგის მოდელების განვითარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft - ის SQL სერვერის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დიდი მოცულობის ბაზების დამუშავების და გაანალიზების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
** სისხარტე;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** თვით-კონტროლისა და თვით-მოტივაციის უნარი.

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2025 წლის 19 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია