დასახელება:
სამშენებლო-სარემონტო პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეკოლაინი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/
კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო-სარემონტო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება პროექტების მართვის გუნდს.
ლოკაცია: თბილისი, ვაჟა ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30
ანაზღაურება: საბაზისო (შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
** პროექტების ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა და გადახარჯვის შემთხვევაში დასაბუთებული არგუმენტის წარდგენა;
** პროექტ მენეჯერების საქმიანობის მონიტორინგი, კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მათ უშუალო საქმიანობებში ინტეგრაცია;
** პროექტების მსვლელობის მონიტორინგი;
** პროექტებში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
** პროექტების რისკების მართვა;
** დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება (ჩასაშლელია დოკუმენტაციის ჩამონათვალი, შეთანხმების აქტები, მოცულობათა უწყისები და დოკუმენტაცია, გეოლოგიის დასკვნები ქვაბულებზე და საძირკვლებზე, ხიმინჯების ლაბორატორია და მათი აქტები, გაზომვის აქტები და სხვა დოკუმენტაცია ობიექტების მიხედვით);
** მენეჯმენტთან პროექტების პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა ტექნიკურ სამსახურთან ერთად ზედამხედველობა და მართვა;
** სამშენებლო პროექტების ფარგლებში პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრა და კონსულტაციების წარმოება ყველა ოპტიმალური წინადადების შერჩევის მიზნით;
** საჭიროების მიხედვით პროდუქციისა და ფასების კვლევა და შესაბამისი ბაზების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო მიღება-დასაწყობება, ორგანიზება დანიშნულების ადგილამდე;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
** ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტზე ვიზიტი და ზედამხედველობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: აუცილებელია უმაღლესი განათლება; ტექნიკური სპეციალობები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სამშენებლო-სარემონტო პროექტების მენეჯერი"
შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|