Робота для біженців з України
ტექნიკური განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება ტექნიკური განყოფილების გუნდს.

ლოკაცია: თბილისი, ვაჟა ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30
ანაზღაურება: საბაზისო (შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო / სარემონტო პროექტის ტექნიკური მხარის სრულად შეფასება, მ.შ. ობიექტზე ვიზიტი, სამუშაოების შესრულების რისკების შეფასება, სამუშაოების შესრულებადების შეფასება, სამუშაოების შესრულების ვადების ანალიზი და კალენდარული გრაფიკის მომზადება პროექტის მენეჯერთან ერთად;
** ხარჯთაღრიცხვის განფასების მომზადების კონტროლი;
** საპროექტო დოკუმენტაციაში ხარჯთაღრიცხვასთან მიმართებაში მოცულობათა სხვაობის აღმოჩენის კონტროლი;
** პროექტებზე მივლენილი ტექნიკური განყოფილების ინჟინრების ეფექტური მუშაობის კონტროლი. პროექტებზე არსებული სტატუსის ფლობა და რეპორტინგი;
** პროექტების მხარდაჭერა ტექნიკურ საკითხებში, ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება;
** სამუშაოების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** ფორმა #2-ის შედგენისთვის ყველა საბუთის თავმოყრის (ლაბორატორიული დასკვნა, სერტიფიკატები, ფარული სამუშაოების აქტები და ა.შ.) კონტროლი, შუალედური ფორმა #2-ის დამკვეთთან წარდგენის კონტროლი;
** ობიექტის დასრულებისას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების კონტროლი;
** საბოლოო საშემსრულებლო ნახაზის გაკეთების ორგანიზება და საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის თავმოყრის კონტროლი;
** ფორმა #2-ის და ობიექტზე შედგენილი დამატებითი დეფექტური აქტების მიხედვით, ობიექტებზე მასალების ჩამოწერის კონტროლი;
** ობიექტებზე საგარანტიო ვადების გასვლის შემდეგ დამკვეთთან ერთად ობიექტის დათვალიერების აქტის შედგენა და საგარანტიო თანხების გამოთხოვის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა ნორმატივების შემუშავება;
** მიმართულების თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, HR მენეჯერთან ერთად კონკრეტული ვაკანტური პოზიციისთვის რელევანტური სამუშაო აღწერილობის შემუშავება და საჭიროებისამებრ, შერჩევის პროცესში ჩართულობა;
** შვილობილი კომპანიების კონსულტირება ტექნიკურ საკითხებში, საჭიროებისამებრ.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ტექნიკური სპეციალობები;
** სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით, ტექნიკური განყოფილების ან/და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციული ერთეულის უფროსი სპეციალისტის ან/და მმართველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური განყოფილების უფროსი"

შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე