Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

მე მაია გორგოშაძე ვმუშაობ გორგიაში 2012 წლიდან. ამჟამად სასახურავე კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, ვაცხადებ ვაკანსიას, შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი: 1C პროგრამას, შესყიდვების და გაყიდვების პროცესებს სტანდარტების მიხედვით, შესყიდვების სწორად დაგეგმვას, ორგანიზებას და კონტროლს, სასახურავე კატეგორიის ასორტიმენტის შესწავლას, მათ უპირატესობებს და ყველა იმ პროცესებს რაც საჭიროა თვითგანვითარებისთვის.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და
კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო ჯგუფში არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა, მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
** სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების დამოკიდებულობის განსაზღვრა, ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
** შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
** ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
** კონკურენტების ანალიზი და პერიოდული ვიზიტები;
** ძნელადრეალიზებადი პროდუქციის დამუშავება, მიზეზების დადგენა და ქმედებების გაწერა თვეში ერთხელ, ასევე კვირაში ერთხელ დაგეგმილი ქმედებების კონტროლი;
** მარაგებისა და არალიკვიდური პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი, აქტივობების დაგეგმვა;
** მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განახლების უზრუნველყოფა პერიოდულად (3 თვეში ერთხელ-სეზონურად);
** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი - ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული და თურქული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ტექნიკური უნარები;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებისა უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის
მისამართზე: recruit@gorgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი სასახურავე კატეგორია".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,

მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე