დასახელება:
მობილიზაციის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
Rental and Logistics Company
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group", "Rental and logistics company" და " Just Production". თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
"Rental and logistics company" აცხადებს ვაკანსიას მობილიზაციის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი - 1500-2000 ლარი
** სამუშაო საათები - 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი და რეგიონები (საჭიროებიდან გამომდინარე).
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი მანქანა-დანადგარების, საჭირო რაოდენობის საწვავით დროული მოთხოვნა არსებული წესის მიხედვით;
** ობიექტის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის/სპეცტექნიკის განაწილების ფაილის შედგენა და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება;
** ობიექტის უზრუნველყოფა შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის, ტექნიკურად გამართული, საავტომობილო და სხვა სახის სპეცტექნიკით;
** ობიექტზე, ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის კონტროლი;
** ტაბელების არსებული წესით შევსების უზრუნველყოფა და RS-თან დადარება;
** ობიექტზე წამოჭრილი ლოგისტიკური პრობლემების, დროული და ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** სპეც ტექნიკების ტიპების და მათი დანიშნულების ცოდნა.
** სასურველია, საგზაო-სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ულიმიტო სასაუბრო დროს
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|