დასახელება:
გაყიდვების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ESTETIK YAPI
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
შპს "ESTETIK YAPI" - სამშენებლო/დეველოპერული კომპანია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.
კომპანია ამ ეტაპზე აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: რუსთავი
მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის სტანდარტების მიხედვით
** მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
** დაინტერესებული მომხმარებლებისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება
** არსებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო/წერილობითი კომუნიკაცია და მათთან შეხვედრების დაგეგმვა
** სოციალური პლატფორმების მართვა და შეტყობინებებზე პასუხების გაცემა;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების/მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; (სულ მცირე, 6-თვიანი)
** უმაღლესი განათლება
** ენების ცოდნა: სავალდებულოა ქართული, რუსული, აზერბაიჯანული
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Ppowerpoint)
აუცილებელი უნარები:
** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია);
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრულ და პროფესიონალთა გუნდში მუშაობა;
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო;
** კომფორტული ოფისი;
** სრული განაკვეთი (10:00-18:00); ოფიციალური დასვენების დღეები;
ანაზღაურება: ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: ltd.estetikyapi2@gmail.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების თანამშრომელი".
|
|
|
|