Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" სტუმარ-მასპინძლობის ერთ-ერთი ლიდერი ამერიკული კომპანია Marriott International-ის ქოლგის ქვეშ მყოფი ფრანგული პრემიუმ ბრენდია. ლე მერიდიენი წარმოადგენს ფრანგული, ევროპული მემკვიდრეობის ნაწილს საქართველოში, რომელიც ყოველ ჩამოსულ სტუმარს სთავაზობს დაუვიწყარ, აღმოჩენებით სავსე დასვენებას.

"ლე მერიდიენ ბათუმი" მდებარეობს ბათუმის ბულვარის ცენტრში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთაზე. შთამბეჭდავ ბათუმი თაუერში, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. თაუერი ყველაზე მაღალი ნაგებობაა კავკასიაში, უნიკალური არქიტექტურითა და სახასიათო პანირამული ბორბლით.

სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე

მოვალეობები:

** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელ-ფოსტით;
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე
** სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება- პასუხი და კონტროლი;
** სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: 5 ღამე მუშაობთ/2 დღე ისვენებთ
** სამუშაო საათები: 23:00-8:00/08:00-17:00

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ გარემოს, პროფესიონალი გუნდით და დამატებითი ბენეფიტებით როგორიც არის ტრანსპორტირება, დაზღვევა, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა, ფასდაკლება კვებისა და სასმელების ობიექტებზე და ა.შ.

თუ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე