დასახელება:
ფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე:
ფსიქოლოგის მოვალეობები საბავშვო ბაღში:
საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი, ეხმარება პედაგოგიურ პერსონალს ისეთი პრობლემების დაძლევაში, როგორიცაა:
** აღსაზრდელთა ბაღთან ადაპტაციის დაძლევა;
** აღსაზრდელთა ქცევაზე დაკვირვებისა და ჩანაწერების წარმოების ტექნიკის შემუშავება.
** აღსაზრდელთა შორის კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიების შემუშავება;
** აღსაზრდელთა ჯგუფის არადირექტიული მეთოდებით მართვის გაცნობა აღმზრდელთათვის;
** აგროვებს, აღრიცხავს ინფორმაციას კონკრეტული აღსაზრდელის შესახებ, მასზე უშუალო დაკვირვებით, მშობლებთან და აღმზრდელებთან ინტერვიუს მეშვეობით, აღსაზრდელთა ნამუშევრების ნაკრების (პორტფოლიოს ანალიზის) მარტივი ფსიქო -დიაგნოსტიკური საშუალებით.
** წელიწადში ორჯერ, თითოეულ მშობელთან განიხილავს აღსაზრდელის ინდივიდუალურ გეგმას.
** განსაზღვრავს სავარაუდო პრობლემათა სფეროს; ადგენს საჭიროებს, თუ არა აღსაზრდელი დამატებით, ზუსტ დიაგნოსტირებას. აუცილებლობის შემთხვევაში, მიავლენს შესაბამის სპეციალისტთან: ლოგოპედი, ნეიროფსიქოლოგი, პედიატრი, ფსიქოთერაპევტი..
** ეხმარება პედაგოგს სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პროგრამის განხორციელებაში.
** მონაწილეობას იღებს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და განახორციელებს აღზრდა - განათლების ინდივიდუალურ გეგმას სსსმ ბავშვებისთვის;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ხელფასი შეთანხმებით, დაკავშირებულია პროფესიონალურ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
ბაღი მდებარეობს ვაკის პარკთან. დარიალის შესახვევი 9.
საკონტაქტო ნომერი: 599 08 14 41.
რეზიუმე იგზავნება, შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@nabij-nabij.org
|
|
|
|